სიახლე

აკადემიამ გზა დაულოცა სტუდენტ-ახალგაზრდობას

  • 2022-11-15 10:10:44
news image

ბათუმის სამედიცინო აკადემიაში შვიდ ნოემბერს გაიმართა უჩვეულო შეხვედრა. საკონფერენციო დარბაზში თავი მოეყარა ორი თაობის სტუდენტ ახალგაზრდობას. თეთრ ხალათებში გამოწყობილი გოგონები ამშვენებდნენ დარბაზს. მათგან ერთი ნაწილი იყვნენ 2022 წლის კურსდამთავრებულები, მეორე ნაწილს კი წარმოადგენდნენ პირველკურსელები. რომლებსაც ახლახან მიენიჭათ სამედიცინო აკადემიის პროფესიული სტუდენტის სტატუსი.

შეკრებილთ მიესალმენ და ზოგს გააცნეს სტუდენტობა და ზოგს კიდევ სასწავლებლის წარმატებით დამთავრება მიულოცეს - აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ, შორენა უზუნაძემ (დირექტორის მოადგილე), მზია ბაკურიძემ (ხარისხის უზურნველყოფის მენეჯერი), ინგა შალამბერიძემ (სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი), მანანა ჯაშიაშვილმა (პსპ ხელმძღვანელი), მარინე კვირიკაძემ (პსპ ხელმძღვანელი), ი. ვარდიძემ (სასწავლო პროცესის მარეგულირებელი), პროფესიული განათლების მასწავლებლებმა - ქეთევან ნოზაძემ, მარინა ცეცხლაძემ.

საზეიმო ვითარებაში კურსდამთავრებულებს გადაეცათ დიპლომები. იყო მილოცვები, აკადემიის მიმართ სამადლობელი სიტყვებთ გამოვიდნენ კურსდამთავრებულები - ინგა ბერიძე, ანა აფხაზავა, თამარ ჯაყელი, ნანა კასრაძე, თაკო გოგიტიძე, ქეთი არძენაძე, თამთა შავაძე, მარიამ ვაჩეიშვილი.

შემდეგ პირველკურსელებმა გადაინაცვლეს თავიანთ აუდიტორიებში სადაც აკადემიის წარმომადგენლებმა გააცნეს მათ სასწავლო გრაფიკი, შიანგანაწესი.