სიახლე

„ჯადოსნური საღამო აკადემიაში“

  • 2022-12-29 17:54:48
news image

  წინასაახალწლოდ, 28  დეკემბერს დიდი ჟრიამული იყო აკადემიაში.  „საექთნო განათლებისა“ და „ფარმაცია (სააფთიაქო)“ პსპ პირველი სასწავლო წლის  სტუდენტთა  და  სტუდგაერთიანების  ორგანიზებით ჩატარდა  სტუდენტური კარნავალი „ჯადოსნური საღამო“ სტუდენტებმა უზრუნველყვეს თავიანთი  ძალებით საღამოს მაღალ დონეზე ჩატარება. დარბაზი გაფორმებული იყო საახალწლო დეკორაციებით, ამშვენებდა  კოხტად მორთული  ნაძვის ხე, „ბუხარი“, სტუდენტთა  თვითნაკეთი სუვენირები...  ერთმანეთს ეჯიბრებოდა  „ექთნებისა“ და „ფარმაცევტების“ ჯგუფები. ორივე ჯგუფმა შესანიშნავად  წარმოადგინა მათი ნომრები. სტუდენტთა შესრულებით   საახალწლო  სიმღერები, ცეკვები, სკეტჩები, ლექსთა  თქმა, საჩუქრები  მრავალი, იყო მხიარულება. საღამო მიჰყავდათ  ქეთევან კორძაძეს, მაკა მაჭავარიანს, („საექთნო განათლების“ პსპ სტუდენტები) და მადონა  ხარაბაძეს („ფარმაცია  (სააფთიაქო)“  პსპ სტუდენტი.  გათამაშდა  საახალწლო ლატარია „იღბლიანი  ყუთი“. იღბლიანებს მრავლად ხვდათ  საჩუქრები. დირექტორის ბრძანებით გამოეცხადათ მადლობა და  გადაეცემათ მადლობის ბარათები  საახალწლო ღონისძიებაში  მონაწილე სტუდენტებს. „საექთო განათლების“  პსპ. I სასწავლო წელი -    ირმა ფაღავას, გაიანა აბგარიანს ,    მაკა მაჭავარიანს,    ქეთევან კორძაძეს , მარიამ ბერიძეს ,  ლანა ჩავლეიშვილს,  თეონა ტეტემაძეს ,  ქრისტინე მიქელაძეს,  ლინდა კორძაიას,  ფატიმა გოგიტიძეს,   ანა დიასამიძეს,   ნინი ბოლქვაძეს, ანა ხარაძეს  ,     მზიური ბოლქვაძეს,   მარია ბერიძეს,   ელენე გორგილაძეს . „ფარმაცია (სააფთიაქოს)“ პსპ  I სასწავლო წელი - ლენა ბერიძეს, თინათინ გელაძეს,   მადონა ხარაბაძეს, იზო შარაშიძეს, ლიკა უბირიას,  იანა მუხანკოვას, ეკა ირემაძეს, მადონა კვირიტიძეს,   ინეზა თავართქილაძეს,  ლინა გოგრაჭაძეს, ლინდა დავითაძეს,    ცირა ბერიძეს,  მარჯინა ყურშუბაძეს,    მარიამ მჟავანაძეს,  თეა შარაშიძეს.

  წლის შედეგების მიხედვით  პრიზებით დასაჩუქრდნენ საახალწლო  ნომინაციებში გამარჯვებული პროფესიული მასწავლებელები, პროგრამის ხელმძღვანელები, ადმინისტრაციის  წარმომადგენლბი.

  უბილარი აკადემიისათვის  (შეუსრულდა 30 წელი), მისი თითოეული სტუდენტის, კურსდამთავრებულისა თუ პერსონალისათვის, სრულიად საქართველოსათვის დამდეგი 2023 წელი ყოფილიყოს  შემდგომი წინსვლის წარმატებების და სიმშვიდის წელი.