×
მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

სიახლე

აკადემიაში დასრულდა გერიატრიის პროგრამული კურსი

  • 2023-02-22 20:01:40
news image

20 თებერვალს ბათუმის სამედიცინო აკადემიაში  ჩატარდა „გერიატრიული ასისტენტის“ მოკლევადიანი პროგრამული კურსის  გამოსაშვები-სასერტიფიკატო გამოცდა. სხვადასხვა პროფესიის და ასაკის  „მოსარგებლეები“ ორი თვის განმავლობაში ეუფლებოდნენ  მძიმე  ავადმყოფების, დავრდომილთა მოვლის წესებს. იგი განხორციელდა საეთაშორისო   სტანდარტის სახელმწიფო დასაქმების ხელშეწყობის პროგრამით. „მოსარგებლეებმა“ მიიღეს  კარგი თეორიული და პრაქტიკული  ცოდნა. რაც დაადასტურა გამოსაშვებმა გამოცდამ. კურსდამთავრებულებს  სულ მალე გადაეცემათ  სახელმწიფოს მიერ  ვიზირებული ორენოვანი სერთიფიკატები. აღსანიშნავია, რომ პროგრამული კურსის გავლით მოსარგებლეებმა შეიძინეს  ახალი პროფესია, რაც მათ აძლევს საშუალებას დასაქმდნენ შესაბამის  პოზიციაზე. ასევე უზრუნველყონ თვითდასაქმება. იგი საზღვარგარეთის ქვეყნებში დიდხანია დამკვიდრებული პროფესიაა. არის მოწვევები საზღვაგარეთის ქვეყნებიდან. კურსდამთავრებულებს ვუსურვებთ წარმატებას.

🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
ვებგვერდი იყენებს აუცილებელ და მესამე მხარის „მზა ჩანაწერებს“ (Cookies) საიტის სტაბილური ფუნქციონირებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. საიტით სარგებლობასათვის აჭერთ ღილაკს "ვეთანხმები“. რომლითაც თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.