სიახლე

გილოცავთ 3 და 8 მარტს

  • 2023-03-14 12:59:00
news image

ჩვენო ძვირფასო აკადემიელო ქალბატონებო, სტუდენტებო, დიდი სიყვარულით და საუკეთესო სურვილებით გილოცავთ, საქართველოში ტრადიციულად დამკვიდრებულ, დედისა და ქალთა დღეს. აკადემიელო  ქალბატონებო, დაკავებულ სამუშაო პოზიციებზე დიდი რუდუნებით იღწვით და მაღალპროფესიონალურად აკეთებთ თქვენს საკეთებელს, შესაბამისად დიდია თითოეულის წვლილი აკადემიის წარმატებეში, გვეამაყებით!  ძვირფასო სტუდენტებო! იმშვენებთ სტუდენტობას, პროფესიულ ფორმას, ამშვენებთ აკადემიას. გაქვთ გაცნობიერებული თქვენი მიზანი - კარგად დაეუფლოდ ექთნისა და  ფარმაცევტის პროფესიას, რომ დაიკავოთ თქვენი ღირსეული ადგილი ცხოვრებაში, საქმეში. ზოგიერთმა თქვენგანმა მოასწრო ოჯახის შექმნა-გყავთ შვილები. სამაგალითოდ უხამებთ ერთმანეთს ოჯახსა და სწავლას. ყველა ქალს   გისურვებთ  - ბედნიერ ქალობას. დედობას, მამულს მრავლად უზრდიდეთ შვილებს. მუდამ ამშვენებდეთ  და ალამაზებდეთ ოჯახებს. ჩვენს ცხოვრებას. ადრესი გვინდა დავამთავროთ  საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II სიტყვებით: ქალის ცხოვრება რთულია, დრამატიზმით აღსავსე პროცესია, ქალის ცხოვრება თავგანწირვაა... მასში სიცოცხლის უშრეტი ძალა, მისი ხვედრია სიყვარული.