სიახლე

სკოლის მოსწავლეები სტუმრად აკადემიაში

  • 2023-03-22 10:27:01
news image

       15 მარტს  ბათუმის სამედიცინო აკადემიას სტუმრობდნენ კავკასიის ბიზნეს სკოლის დამამთავრებელი  კლასების მოსწავლეები. მათ დაათვალიერეს  სასწავლო აუდიტორიები, კაბინეტ-ლაბორატორიები. გაეცნენ იმფრასტრუქტურას. მოსწავლეებს წინამძღოლობას უწევდნენ  აკადემიის  დირექტორის მოადგილე შორენა უზუნაძე, ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი  მზია ბაკურიძე. ისინი სტუმრებს ესაუბრნენ სასწავლებლის განვლილ 30 წლიან პერიოდზე, მიმდინარე სასწავლო პროცესზე, სასწავლებელში სწავლის უფლების მოპოვების წესებზე.  შემდეგ შეხვედრა გაგრძელდა საკონფერენციო დარბაზში.  მოსწავლეები და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელებს აკადემიის შესახებ ვრცლად ესაუბრნენ  აკადემიის დირექტორი რევაზ უზუნაძე, შორენა უზუნაძე, ინგა შალამბერიძე, პროფორიენტაციის საკითხებზე  „რატომ უნდა ისწავლო აკადემიაში“ , ახალგაზრდებს ესაუბრა ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერმა მზია ბაკურიძემ. სტუმრებთან შეხვედრისას  დარბაზში გაფორმდა  ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი  ბათუმის სამედიცინო აკადემიასა და კავკასიის ბიზნეს სკოლას შორის. სკოლის დირექტორმა ია ქირიამ გამოხატა კმაყოფილება და გადაიხადა დიდი მადლობა გულთბილი მიღებისათვის.