სიახლე

გერიატრიულ-ასისტენტთა კურსდამთავრებულთათვის სერტიფიკატების გადაცემა

  • 2023-03-31 10:42:33
news image

„ექსპო-ჯორჯია ბათუმის“ ორგანიზებით მ/წლის 24-26 მარტს ბათუმში ჩატარდა  წიგნისა და უმაღლესი განათლების პირველი  საერთაშორისო გამოფენა. წარმოდგენილი იყვენენ  საგამომცემლო დაწესებულებები, მრავალფეროვანი გამოცემებით. ასევე გამოფენაში ჩართული იყვნენ საქართველოს ზოგიერთი უმაღლესი, საზღვარგარეთის ქვეყნების  როგორც უმაღლესი

ასევე პროფესიული სასწავლებლები თავიანთი ბეჭდური  პროდუქციით. ბათუმის სამედიცინო აკადემიის პერსონალი  და სტუდენტები ეწვივნენ გამოფენას. გაეცნენ გამოფენილ მასალებს და შეიძინენ მათთვის საჭირო  წიგნები. იყო შეხვედრები თურქეთისა და უკრაინის სასწავლებელთა წარმომადგენლებთან. დაიგეგმა  აკადემიის მიერ 2023  წლისათვის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმები.  გამოფენა თურქეთის რამდენიმე პროფესიულ სასწავლებელთან. გამოფენის წარმატებული მონაწილის „ნომინაციის“ ფარგლებში „ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ, „ანრის“ და კ.კეკელიძის  სახელობის  ხელნაწერთა ინსტიტუტს გადაეცათ აკადემიის დირექტორ, პროფესორ რევაზ უზუნაძის  წიგნები „ნაოსნობა ბათუმის ოლქში“, „ბათუმი“ (ილუსტრირებული წიგნი).  გამოფენაში მონაწილეობას კურირებდა  შორენა უზუნაძე (აკადემიის დირექტორის მოადგილე).