სიახლე

ღონისძიება აკადემიაში

  • 2023-04-17 13:58:07
news image

ბათუმის სამედიცინო აკადემიაში გაიმართა დედაენის დღისადმი მიძღვნილი საღამო. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო შეხვედრა ქართული ენის სახელმწიფო ენად შენარჩუნებისათვის, 1978 წლის 26 მაისს ბათუმში გამართულ აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორ, ცნობილ პოეტ ვახტანგ ღლონტთან. შეხვედრას ესწრებოდა აჭარის დასაქმების სააგენტოს უფროსი თემურ კახიძე. აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ დამსწრეთ მიულოცა დედაენის დღე. ისაუბრა ქართული ენის განვითარების მრავალსაუკუნოვან გზაზე. რომელსაც მუდამ უწევდა ლაზარესავით ფეხზე წამოდგომა. ისაუბრა 1978 წლის 14 აპრილს თბილისში გამართულ სახალხო აქციის შესახებ. მოთხოვნით: სახელმწიფო ენად დარჩენილიყო ქართული ენა. შედეგად, 14 აპრილი საქართველოში დამკვიდრდა ,,დედაენის დღედ“. ღონისძიება მიყავდა მზია ბაკურიძეს  (ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი). სტუდენტებმა წარმოადგინეს ინსცენირება „ო ენავ ჩემო“. წაიკითხეს ქართული ენისადმი მიძღვნილი ლექსები. ვახტანგ ღლონტმა ისაუბრა 1978 წლის 26 მაისისს საპროტესტო აქციის მოწყობის შესახებ. რომლის ორგანიზატორი თავადიყო. აქციის მონაწილეთა მოთხოვნას წარმოადგენდაა მაშინდელ აჭარის კონსტიტუციაში ჩაწერილიყო  ქართული ენა როგორც სახელმწიფო ენა. აქციამ თავისი გაიტანა. იყო შეკითხვები. ბატონმა ვახტანგმა წაიკითხა ლექსები. თავისი წიგნი გადასცა საჩუქრად აკადემიის ბიბლიოთეკას. შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა თემურ კახიძე. სტუდენტებმა პოეტთან გადაიღეს სამახსოვრო სურათები. სტუმრებმა დაათვალიერეს აკადემიის იმფრასტრუქტურა, ასეთ ამაღლებულ ვითარებაში ჩატარდა საღამო.