2024 წ. 13 მარტს ბათუმის სამედიცინო აკადემიაში ვიზიტით იმყოფებოდნენ ბუსსს ანრის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები. ბათუმის სამედიცინო აკადემიასა და ბუსსს ანრისშორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც დაიგეგმა ერთობლივი კონფერენციები,სემინარები, შემეცნებით/გასართობი აქტივობები და სხვა სტუდენტური ღონისძიებები. ვიზიტის ფარგლებში მათ ჩაუტარდათ პრეზენტაცია აკადემიის შესახებ, გაეცნენ აკადემიის საქმიანობას და დაათვალიერეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.