×
მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

სიახლე

ჩემი მომავალი პროფესია

  • 2024-04-19 15:22:32
news image

„პროფესიული განათლება წარმატებისთვის“... 17.04.24-ში ბათუმის სამედიცინო აკადემიაში აკადემიის ადმინისტრაციის უფროსსმა - (ქ/ნი ინგა შალამბერიძე) და სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერმა(ქ/ნი მზია ბაკურიძე) ჩაატარა ღია ლექცია თემაზე: ,,ჩემი მომავალი პროფესია". შეხვედრის მიზანი იყო პროფესიული განათლების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა. შეხვედრას ესწრებოდნენ სსიპ-ქალაქ ბათუმის N7 საჯარო სკოლის მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები პედაგოგებთან ერთად (თამუნა ჩხეიძე-დირექტორის მოადგილე; ინგა შალამბერიძე-ბიოლოგიის პედაგოგი) და და სსიპ-ქ. ბათუმის N18 საჯარო სკოლის მე-9 და 11-ე კლასის მოსწავლეები პედაგოგთან ერთად (მაია სურმანიძე-წამყვანი მასწავლებელი, ბიოლოგიის პედაგოგი) . მოსწავლეები დაესწრნენ პსპ ფარმაცია (სააფთიაქო)ს მეორე სასწავლო წლის ,,ბ"'ჯგუფის სტუდენტებთან ჩატარებულ პრაქტიკულ მეცადინეობას თემაზე: ,,მყარი სამკურნალწამლო ფორმების მომზადება", სადაც მიეცათ საშუალება ერთობლივად დაემზადებინათ რთული, დოზირებული, შინაგანი დანიშნულების მყარი სამკურნალწამლო ფორმა- ,,ფხვნილი''. მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ, დაათვალიერებინათ აკადემიის ინფრასტრუქტურა, სასწავლო აუდიტორიები, ლაბორატორიები და ამომწურავი პასუხები მიეღოთ მათთვის საინტერესო შეკითხვებზე.

🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
ვებგვერდი იყენებს აუცილებელ და მესამე მხარის „მზა ჩანაწერებს“ (Cookies) საიტის სტაბილური ფუნქციონირებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. საიტით სარგებლობასათვის აჭერთ ღილაკს "ვეთანხმები“. რომლითაც თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.