სიახლე

შეხვედრა საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის პრეზიდენტთან

  • 2015-09-16 02:04:20
news image
15 ივლისს ბათუმის სამედიცინო აკადემიას ეწვია საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის პრეზიდენტი, ქალბატონი ნინო გომელაური. აკადემიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს საუბარი გაიმართა ასოციაციის მიერ გაწეულ მუშაობაზე და იმ ღონისძიებებზე, რომლებიც უახლოეს პერიოდში არის დაგეგმილი. ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებული პროფესიული სასწავლებლების ეფექტური ჩართულობის აუცილებლობაზე, ასოციაციის ეგიდით განხორციელებულ ღონისძიებებში. ნინო გომელაურმა აცნობა დამსწრე საზოგადოებას, რომ პროფესიულ სასწავლებლებთან ეფექტური კომუნიკაციისა და კოორდინაციის მიზნით, ასოციაციის გამგეობის გადაწყვეტილებით აჭარაში მათ წარმომადგენლად დაინიშნა სამედიცინო აკადემიის დირექტორი რევაზ უზუნაძე.