სიახლე

პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების მხარდაჭერის ქვეპროგრამის

  • 2024-06-03 10:27:11
news image

მიმდინარე წლის 29-30 მაისს თანამშრომლობითი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-მ საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად და შიდა ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის გასაცნობად უმასპინძლა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხისა და სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის წარმომადგენლებს .ვიზიტს „პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების მხარდაჭერის ქვეპროგრამის“ ფარგლებში ორგანიზებასა და მხარდაჭერას უწევდა სსიპ — განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი შეხვედრა გახსნა საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ს დირექტორმა ია ერაძემ. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და პროცესს მოდერაციას უწევდნენ: სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე — კახაბერ ერაძე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილე — ქეთევან ციხისელი აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში გაზიარდა ვიზიტორ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შიდა ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ფუნქციონირების შესახებ SBA-ში არსებული პრაქტიკა. მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმ მეთოდოლოგიების შესახებ, რომელთა მიზანია პროფესიული განათლების შიდა ხარისხის მუდმივი ზრდა და ეროვნულ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. ღონისძიება, აგრეთვე, მოიცავდა პანელურ დისკუსიებს, რომლებიც SBA-ს ადმინისტრაციის, პარტნიორი ორგანიზაციების, პროფესიული მასწავლებლებისა და სტუდენტების აქტიური ჩართულობით წარიმართა, რამაც ხელი შეუწყო იდეებისა და გამოცდილების გაცვლას. დასკვნით დღეს აუდიტორია სამუშაო ჯგუფებად დაკომპლექტდა, რომელთაც აკადემიაში არსებულ ხარისხის მართვის ძლიერ პრაქტიკას გაუსვეს ხაზი. აგრეთვე, გაიცა რეკომენდაციები გასაუმჯობესებელ საკითხებთან დაკავშირებით. ბათუმის სამედიცინო აკადემიიდან ვიზიტს ესწრებოდა დირექტორის მოადგილე - შორენა უზუნაძე და სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი- მზია ბაკურიძე. ვიზიტი უაღრესად პროდუქტიული იყო მონაწილე მხარეებისთვის; მადლობა მასპინძელ დაწესებულების- საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ს დირექტორს ია ერაძეს და მის გუნდს გულთბილი დახვედრისა და ღიაობისათვის.