×
მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

სიახლე

სტუდენტთა ХХVIII კონფერენცია აკადემიაში

  • 2024-06-10 12:58:03
news image

    ტრადიციულად ბათუმის სამედიცინო აკადემიაში ყოველწლიურად იმართება სტუდენტური დღეები. რომლის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია სტუდენტთა კონფერენციის გამართვა. წელს, ივნისის დასაწყისში, ოცდამერვედ ჩატარდა სტუდენტთა პრაქტიკული კონფერენცია. აკადემიის სტუდენტებთან, პერსონალთან ერთად კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ რეგიონში მოქმედი კოლეჯების წარმომადგენლები: სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესიული მომზადების ცენტრის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი-ქ/ნ ნანა ბერიძე;   სსიპ - ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის"რეესტრის წარმოებისა და დიპლომების განყოფილების ხელმძღვანელი -ქ/ნ ნატალია ცქვიტინიძე;  სსიპ კოლეჯი ,,ბლექსი’’-ს პროფორიენტაციისა და კარიერის დაგემვის მენეჯერი-ქ/ნ ნინო კვესელავა; სსიპ კოლეჯი " ახალი ტალღა"-ს ხარისხის მართვის მენეჯერი-ქ/ნ ნათია ევგენიძე;  ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი  ,,ანრი’’ პიარ მენეჯერი-ქ/ნ ანუკი მუშამბაძე;      

   ბათუმის სამედიცინო აკადემიის სტუდენტთა თვითმმართველობის წევრს-სულხან ყურშუბაძე. კონფერენციაზე სტუდენტებმა წარმოადგინეს თემატურად და აქტუალობით საინტერესო მოხსენებები. სტუდენტთა გამოსვლებს, კრიტერიუმების გათვალისწინებით აფასებდა კომპეტენტური ჟიური. მომხსენებლები აქტიურად იყენებდნენ თვალსჩინოებით მასალებს, თანამედროვე ციფრულ ტექნოლოგიას, აკეთებდნენ ცდების დემონსტრირებას. იყო მოხსენებების განხილვა, შეკითხვები, დისპუტები, შეკითხვები. საბოლოოდ ჟიურიმ შეაჯამა სტუდენტთა კონფერენციის მუშაობის შედეგები. გამოავლინა საპრიზო ადგილებზე გასული სტუდენტები. 7 ივნისს კონფერენციის შემაჯამებელ სხდომაზე, ჟიურის თავმჯდომარემ (ინგა შალამბერიძე, - აკადემიის სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი) დამსწრეთ გააცნო საბოლოო შედეგები.  წარმოდგენილი საუკეთესო ნაშრომებისათვის მიენიჭა სტუდენტს: არკადი ბერიძეს.   ნომინაცია კარგი ნაშრომისათვის, მიეკუთვნათ მარჯინა ყურშუბაძეს , მარი პაქსაძეს;  საინტერსო ნაშრომების წარმოდგენისათვის მიეკუთვნათ - ნინო დადიანს, ქეთევან აბესლამიძეს (ერთობლივი ნაშრომი), არიადნა ქორაია-ხუნჯუას, ირმა ბერიძეს (ერთობლივი ნაშრომი),   თინათინ ღლონტს ;   ნომინაციაში საყურადღებო ნაშრომისათვის დაჟილდოვდნენ ლიკა ვაშაყმაძე;  მეგი ბერიძე, ნინო ზოიძე(ერთობლივი ნაშრომი); ნინო ბაჟუნაშვილი; კონფერენციაშია აქტიური მონაწილედ გამოვლინდა  ლიზი ჭეიშვილი.  წარმატებული, აქტიური სტუდენტები დაჯილდოვდნენ ქების სიგელებით, გადაეცათ ფასიანი საჩუქრები. აქტიური პედადაგოგიური საქმიანობისა და კონფერენციის წარმატებით ჩატარებაში შეტანილი წვლილისათვის გადაეცათ საპატიო სიგელები და დასაჩუქრდნენ წიგნებით და ფასიანი საჩუქრებით აკადემიის პედაგოგები/ადმინისტრაციის წარმომადგენლები : ეთერი გოგიტიძე( ბიბლიოთეკის გამგე) სოფიკო ჯინჭარაძე, ხათუნა ადეიშვილი, მანანა ჯაშიაშვილი, ნათელა ჯიბლაძე; მზია ბაკურიძე (ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი),  მეგი ბაკურიძე, ნანა ანანიძე ,ინგა ვარდიძე, მარინე კვირიკაძე-გურგენიძე, სოფიო ბრუნჯაძე.     ბოლოს საზეიმოდ გაიჭრა ტორტი, იყო წარმატებით გამოწვეული სიხარული, სიტყვებით გამოსვლები, მილოცვები.

🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
ვებგვერდი იყენებს აუცილებელ და მესამე მხარის „მზა ჩანაწერებს“ (Cookies) საიტის სტაბილური ფუნქციონირებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. საიტით სარგებლობასათვის აჭერთ ღილაკს "ვეთანხმები“. რომლითაც თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.