დასაქმების ფორუმი-2024 ბათუმის სამედიცინო აკადემიამ მონაწილეობა მიიღო დასაქმების ფორუმში რომელიც გაიმართა სასტუმრო „შერატონში“ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და აჭარის დასაქმების სააგენტოს ორგანიზატორობით ფორუმში მონაწილეობდა აჭარაში ოპერირებადი 75 კომპანია 2000-ზე მეტი ვაკანსიით. სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ჰქონდათ, არსებული კვალიფიკაციის და სასურველი დასაქმების ხანგრძლივობის შესაბამისად შეერჩიათ სამუშაო ადგილები ადმინისტრაციული, მომსახურების, სავაჭრო, დისტრიბუციის, სასტუმრო, სარესტორნო, სამრეწველო, სატრანსპორტო, ლოჯისტიკური, სამშენებლო, საფინანსო, სადაზღვევო, ჯანდაცვის და განათლების სფეროებიდან. ფორუმი გახსნეს და დასაქმების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა ნინო ველთაურმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ილია ვერძაძემ, აჭარის ა.რ. დასაქმების სააგენტოს დირექტორმა თემურ კახიძემ და ქალაქ ბათუმის მერის მოადგილემ ლელა სურმანიძემ. ფორუმის მონაწილეებმა დამსაქმებლისგან მიიღეს ინფორმაცია სამუშაო გარემოს, პირობებისა და კარიერული განვითარების შესახებ. რეგიონში მოქმედ კომპანიებთან პარტნიორული თანამშრომლობის განვითარების მიზნით, ფორუმზე წარმოდგენილი იყო უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული სასწავლებლები, რაც უზრუნველყოფს სასწავლო პროგრამების ბაზრის საჭიროებებთან მიახლოებასა და საგანმანათლებლო პროცესში დამსაქმებელთა ჩართულობის გაზრდას. ბათუმის სამედიცინო აკადემიის წარმოადგენლებმა სამუშაოს მაძიებლებს გააცნეს პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობები.