ბათუმის სამედიცინო აკადემიაში 2024 წლის კურსდამთავრებულების გამოსაშვები ცერემონია გაიმართა 15 აგვისტოს ბათუმის სამედიცინო აკადემიაში 2024 წლის კურსდამთავრებულების გამოსაშვები ცერემონია გაიმართა. საგანგებოდ მოეწყო ღონისძიებისათვის ფოტოზონები სამახსოვრო ფოტოების გადასაღებად. სპეციალურად აკადემიის კურსდამთავრებულებისათვის შეკერილ ფორმებში გამოწყობილი გოგონები ამშვენებდნენ დარბაზს.. საზეიმო ცერემონიაზე სტუდენტ-ახალგაზრდობას გზა დაულოცა და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ, შორენა უზუნაძემ (დირექტორის მოადგილე), მზია ბაკურიძემ (ხარისხის უზურნველყოფის მენეჯერი), ინგა შალამბერიძემ (სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი), მარინე კვირიკაძე-გურგენიძემ (პსპ ხელმძღვანელი), ფარმაცევტული კომპანია ,, გეფა’’ს მენეჯერმა სოფო ნაკაშიძემ, პროფესიული განათლების მასწავლებლებმა - ნანა ანანიძემ, ნინო უზუნაძემ. საზეიმო ვითარებაში მოხდა ფარმაცევტის ფიცის დადება. იყო მილოცვები, აკადემიის მიმართ სამადლობელი სიტყვებით გამოვიდნენ კურსდამთავრებულები . ოფიციალური ნაწილი დასრულდა ტრადიციული რიტუალით – ქუდების ცაში ასროლით. დასასრულს საზეიმოდ დაიჭრა ტორტი.