სიახლე

სკკა-ის ІІІ საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში

  • 2015-09-18 02:08:33
news image
საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის მოწვევით 17 სექტემბერს ბათუმს ეწვია ლატვიის კოლეჯების ასოციაციის დიდი წარმომადგენლობა. ლატვიელი სტუმრების მონაწილეობით ბათუმის უმაღლეს საინჟინრო საზღვაო სასწავლებელ „ანრიში“ ჩატარდა საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ІІІ საერთაშორისო კონფერენცია.

ბათუმის სამედიცინო აკადემიიდან კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ რევაზ უზუნაძე (დირექტორი), ევგენი თავდგირიძე (დირექტორის მოადგილე), მზია ბაკურიძე (ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი), შორენა უზუნაძე (სტომატოლოგიური პროგრამების მენეჯერი).

კონფერენციაზე იყო საუბარი პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე, გამოწვევებსა და პრობლემებზე. მათი გადაჭრის გზებზე. ხაზგასმით ითქვა, რომ აუცილებელია სახელმწიფომ იზრუნოს პროფესიული განათლების განვითარებაზე. რომლის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია კერძო პროფესიული სასწავლებლები. ამ უკანასკნელთა მიმართ სახელმწიფო მოვალეა ასევე ხელი შეუწყოს მათ განვითარებას.

გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ლატვიის კოლეჯების ასოციაციასა და საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციას შორის: ბათუმის სამედიცინო აკადემიამ გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ლატვიის სახ.უნივერსიტეტთან არსებულ სამედიცინო კოლეჯთან და რიგის სარკანა კრუსტას სამედიცინო კოლეჯთან.

რევაზ უზუნაძემ ბათუმის სამედიცინო აკადემიის სახელით სამახსოვრო საჩუქრები გადასცა ლატვიის კოლეჯების ასოციაციის პრეზიდენტ იურის გერასიმოვს და დელეგაციის სხვა წარმომადგენლებს. სტუმრების პატივსაცემად გაიმართა ვახშამი. შეხვედრამ ჩაიარა გულთბილ, საქმიან ვითარებაში.