×
მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

სიახლე

„სტუდენტური სერვისების გზამკვლევის“ პრეზენტაცია განხორციელდა

  • 2025-03-23 14:39:38
news image

2025 წლის 22 მარტს გაიმართა გასვლითი სამუშაო შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ბათუმის სამედიცინო აკადემიისსტუდენტური სერვისების გზამკვლევისპრეზენტაცია განხორციელდა.

 

სახელმძღვანელოს შემუშავება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საელჩოს თბილისში დახმარებით, ბათუმის სამედიცინო აკადემიის მიერ მოპოვებული პროექტისპროფესიული სტუდენტების კარიერული განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობა აჭარის რეგიონშიფარგლებში.

 

გზამკვლევის პროექტი წარადგინა მისი ავტორმა, ლია ფუტკარაძემ (SAORSA- აღმასრულებელი დირექტორი). სახელმძღვანელოში გაერთიანებულია პრაქტიკული ინფორმაცია და სასარგებლო რჩევები, რომლებიც სტუდენტებს დაეხმარება კარიერული განვითარებისა და დასაქმების პროცესში.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ აკადემიის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესიული მასწავლებლები და სტუდენტები. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია სამუშაო გარემოს, დასაქმების პირობებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობების შესახებ.

 

შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში, სადაც სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ დეტალური ინფორმაცია აკადემიის დირექტორისა და ავტორისგან.

🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
ვებგვერდი იყენებს აუცილებელ და მესამე მხარის „მზა ჩანაწერებს“ (Cookies) საიტის სტაბილური ფუნქციონირებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. საიტით სარგებლობასათვის აჭერთ ღილაკს "ვეთანხმები“. რომლითაც თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.