×
მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

სიახლე

ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმს ბათუმის სამედიცინო აკადემიის I კურსის სტუდენტები ეწვივნენ.

  • 2025-05-16 19:49:57
news image

8 მაისს ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმს ბათუმის სამედიცინო აკადემიის I კურსის სტუდენტები ეწვივნენ.

ვიზიტი შედგა ბათუმის სამედიცინო აკადემიის ორგანიზებითა და დაფინანსებით, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აკადემიის სურვილს, სტუდენტებს მისცეს პროფესიული განვითარების მრავალმხრივი შესაძლებლობა.

სტუდენტებს საგანმანათლებლო პროგრამა "სამედიცინო მუზეუმები" მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელმა, ალექსანდრე ჩხაიძემ ჩაუტარა.

ჯგუფის ხელმძღვანელს, სოფიო ბრუნჯაძეს კი სსიპ "აჭარის მუზეუმის" სერტიფიკატი გადაეცა პროგრამაში აქტიური მონაწილეობისათვის.

განათლება მხოლოდ აუდიტორიაში არ მთავრდება სწორედ ასეთ პრაქტიკულ და შთამაგონებელ შეხვედრებზე ყალიბდება პროფესიონალი!

🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
ვებგვერდი იყენებს აუცილებელ და მესამე მხარის „მზა ჩანაწერებს“ (Cookies) საიტის სტაბილური ფუნქციონირებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. საიტით სარგებლობასათვის აჭერთ ღილაკს "ვეთანხმები“. რომლითაც თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.