×
მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

სიახლე

ბათუმის სამედიცინო აკადემიას და საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

  • 2025-06-04 16:40:54
news image

მემორანდუმის მიზანია საერთო ძალისხმევით ხელი შეუწყოს:

  უწყვეტი სამედიცინო განათლების 

  პროფესიული განვითარების 

  ჯანდაცვის სფეროში ინოვაციური პროექტების განხორციელებას 

აღნიშნული თანამშრომლობა უზრუნველყოფს ახალი შესაძლებლობების შექმნას როგორც სტუდენტებისთვის, ისე ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალებისთვის – აკადემიური და პრაქტიკული უნარების გაძლიერების მიმართულებით.

„ბათუმის სამედიცინო აკადემია“ მემორანდუმის ფარგლებში აქტიურად ჩაერთვება შიდსის, ტუბერკულოზის, კიბოს სკრინინგისა და სისხლის უანგარო დონაციის  საგანმანათლებლო კამპანიებში, რომელსაც „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაცია“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით ახორციელებს.

ამავდროულად, ორგანიზაციები ერთობლივად იმუშავებენ პროექტებზე, რომელიც მიმართული იქნება ახალგაზრდობის ჯანმრთელობის  ხელშეწყობასა და ცნობიერების ამაღლებაზე 

🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
ვებგვერდი იყენებს აუცილებელ და მესამე მხარის „მზა ჩანაწერებს“ (Cookies) საიტის სტაბილური ფუნქციონირებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. საიტით სარგებლობასათვის აჭერთ ღილაკს "ვეთანხმები“. რომლითაც თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.