×
მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

სიახლე

კოლეგიალური ვიზიტი გორში

  • 2025-06-04 16:45:55
news image

30-31 მაისს, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით, ქალაქ გორში ჩატარდა კოლეგიალური ვიზიტი, რომელსაც მასპინძლობდა საზოგადოებრივი კოლეჯი „ამაგი“.

ვიზიტის მთავარი თემა იყო პროფესიული სტუდენტებისთვის მომსახურების გაუმჯობესება და მათი უფლებების დაცვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ასოციაციის წევრი კოლეჯები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს სფეროს განვითარებისადმი ერთობლივ ინტერესსა და პასუხისმგებლობას.

განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მასპინძელს – საზოგადოებრივ კოლეჯ ამაგს წარმატებული ორგანიზებისა და თანამშრომლობისთვის!

ამ შეხვედრაში ბათუმის სამედიცინო აკადემიიდან ვიზიტით იმყოფებოდნენ: შორენა უზუნაძე აკადემიის დირექტორი;  მზია ბაკურიძე ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი; მეგი ბაკურიძე იურისტი;

სოფიკო ჯინჭარაძე სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმებისა და კარიერული განვითარების სპეციალისტი.

🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
ვებგვერდი იყენებს აუცილებელ და მესამე მხარის „მზა ჩანაწერებს“ (Cookies) საიტის სტაბილური ფუნქციონირებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. საიტით სარგებლობასათვის აჭერთ ღილაკს "ვეთანხმები“. რომლითაც თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.