×
მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

სიახლე

სამედიცინო აკადემიაში ღია კარის დღე გაიმართა – განათლების კარი ღიაა!

  • 2025-06-15 17:45:11
news image

 

18.05.25. ბათუმის სამედიცინო აკადემიაში ჩატარდა საინტერესო და აქტივობებით სავსე ღია კარის დღე, რომლის ფარგლებშიც IX, X და XI კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგებთან ერთად, აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სამედიცინო სფეროს გაეცნენ.

ამ დღის მთავარი ასპექტი იყო ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე მზაობის გამოცხადება. ეს მემორანდუმი მიზნად ისახავს მოსწავლეებში პროფორიენტაციისა და კარიერული დაგეგმვის პროცესის გაძლიერებას, რაც მოიცავს:

მოსწავლეების ჩართულობას სტუდენტურ ღონისძიებებში;

ერთობლივი დისკუსიების, კონფერენციების, სემინარების და სხვა აქტივობების განხორციელებას;

ღია კარის დღეები გრძელდება!

ბათუმის სამედიცინო აკადემია აგრძელებს ღია კარის დღეების მასპინძლობას ყოველ ოთხშაბათს X, XI და XII კლასის მოსწავლეებისთვის. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა სხვა სკოლების მოსწავლეებისთვისაც, რომ:

  • დაათვალიერონ აკადემიის თანამედროვე ლაბორატორიები.
  • გაეცნონ პროფესიულ განათლებას და სასწავლო პროცესს.
  • მიიღონ მონაწილეობა საინტერესო მასტერკლასებში.
  • მიიღონ სამახსოვრო სერტიფიკატი.
  • განათლების კარი ღიაა თქვენთვის! დაინტერესებულ სკოლებსა და მოსწავლეებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ: 

https://forms.gle/BNtvYSkyzhcyKVLj9

       TEL:. +995 593 408 070

       email: batumimedicalacademy@gmail.com

 

🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
ვებგვერდი იყენებს აუცილებელ და მესამე მხარის „მზა ჩანაწერებს“ (Cookies) საიტის სტაბილური ფუნქციონირებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. საიტით სარგებლობასათვის აჭერთ ღილაკს "ვეთანხმები“. რომლითაც თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.