×
მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

სიახლე

თიმ ბილდინგი ბათუმის სამედიცინო აკადემიაში.

  • 2025-06-15 18:00:49
news image

სასტუმრო კასტელო მარეში გაიმართა თიმ ბილდინგის აქტივობა, რომელშიც მონაწილეობდნენ აკადემიის პროფესიული მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

ღონისძიების მიზანი იყო გუნდურობის გაძლიერება, თანამშრომელთა შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება და პროფესიული საერთო ღირებულებების კიდევ უფრო გამოკვეთა.

მონაწილეები ჩაერთნენ დინამიურ და ინტერაქციულ თამაშებში, რაც კიდევ ერთხელ დაეხმარა ყველას ერთმანეთის უკეთ გაცნობაში და ნდობის გაღრმავებაში.

დღე იყო სავსე პოზიტიური ემოციებით, ახალი იდეებითა და მოტივაციით, რაც აუცილებლად აისახება აკადემიის მომავალ საქმიანობაზეც.

თიმბილდინგის აქტივობებს ორგანიზება გაუწიეს:

  • ელენე კურტანიძე – საზოგადოებასთან ურთიერთობის და სოციალური მედია მენეჯერი.
  • მზია მელაძე – ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტი.
  • ლიკა ბაკურიძე – სტაჟიორი.

მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს აქტიური ჩართულობისთვის და ვუსურვებთ წარმატებას მომავალ პროფესიულ გზაზე!

🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
ვებგვერდი იყენებს აუცილებელ და მესამე მხარის „მზა ჩანაწერებს“ (Cookies) საიტის სტაბილური ფუნქციონირებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. საიტით სარგებლობასათვის აჭერთ ღილაკს "ვეთანხმები“. რომლითაც თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.