სიახლე

ბათუმის სამედიცინო აკადემიაში ღინისძიება გაიმართა

  • 2015-12-05 02:31:22
news image
ბათუმის სამედიცინო აკადემიაში გაიმართა კიდევ ერთი საინტერესო ღინისძიება. კბილის ტექნიკოსის პროგრამის ხელმძღვანელ შორენა უზუნაძის ორგანიზატორობით, კბილის ტექნიკოსის დამამთავრებელი კურსის სტდენტებმა წარმოადგინეს მათ მიერ მომზადებული გაზეთის „ჯამრთელი ღიმილი“ ახალი ნომერი. გაზეთი დამსწრეთ გააცნო რედაქტორმა თემურ ტარიელაძემ. იგი კარგადაა გაფორმებული. მასში გამოქვეყნებულია საინტერესო მასალები. გაზეთის ახალი ნომრის გამოსვლა სტუდენტებს მიულოცა აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ. კარგი სწავლისა და სტუდენტურ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისათვის ქების სიგელებით დაჯილდოვდნენ სტუდენტები: თემურ ტარიელაძე, რობერტ თევზაძე, კობა სურმანიძე, თემურ კამკამიძე, ვარდან ნერსესიანი, ირაკლი მარგიშვილი, არჩილ როდინაძე, ემზარ შაინიძე. სტუდენტებს შემდგომი წარმატებები უსურვეს აკადემიის წარმომადგენლებმა ინგა ვარდიძემ, სოფიო ბრუნჯაძემ, მზია ბაკურიძემ, ინგა შალამბერიძემ.