×
მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

სიახლე

საინფორმაციო შეხვედრა კომუნიკაციების ომბუდსმენის წარმომადგენლებთან

  • 2025-06-21 23:42:12
news image

დღეს ბათუმის სამედიცინო აკადემიაში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა კომუნიკაციების ომბუდსმენის წარმომადგენლებთან.

შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტებისთვის მიეწოდებინათ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მომხმარებელთა უფლებების შესახებ ინტერნეტის, ტელეფონისა და მაუწყებლობის სერვისების სფეროში.

გულწრფელად ვუხდით მადლობას კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახურის წარმომადგენლებს სასარგებლო და ინფორმაციული შეხვედრისთვის!

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი დამცველის (ომბუდსმენი) სამსახური არის „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების“ შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი ინსტიტუცია, რომელიც იცავს მომხმარებელთა უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში.

🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
ვებგვერდი იყენებს აუცილებელ და მესამე მხარის „მზა ჩანაწერებს“ (Cookies) საიტის სტაბილური ფუნქციონირებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. საიტით სარგებლობასათვის აჭერთ ღილაკს "ვეთანხმები“. რომლითაც თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.