სიახლე

შიდა მხარდაჭერის ჯგუფის შეხვედრა-ტრენინგი

  • 2015-12-01 02:39:16
news image
ბათუმის სამედიცინო აკადემიაში მოდულური პროგრამების განმახორციელებელ პერსონალისათვის გაიმართა შიდა მხარდაჭერის ჯგუფის შეხვედრა-ტრენინგი. აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ მიმოიხილა შიდა და გარე მონიტორინგთან დაკავშირებული საკითხები. სასწავლებელში მოდულური პროგრამების დანერგვის პროცესი. შიდა მონიტორინგის მიმდინარეობისა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე დამსწრეთ ესაუბრა მზია ბაკურიძე (ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი, შიდა მონიტორინგის ჯგუფის კოორდინატორი). მან განიხილა შიდა შემოწმების ცხრილი შეფასების ინსტრუმენტის წინასწარი კონტროლის შესახებ, კითხვარი მასწავლებელთათვის. გარე მონიტორინგის მოთხოვნების შესახებ თავის გამოსვაში გაამახვილა ყურადრება ინგა შალამბერიძემ (სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი, პროგრამების განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი). ასევე ისაუბრა შეფასების შემმოწმებლის ჩანაწერებზე შერჩევით შემოწმებისა და უკუკავშირის შესახებ. სემინარი წარიმართა პროფესიულ მასწავლებელთა აქტიური ჩართულობით.