×
მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

სიახლე

საკონკურსო განცხადება ბათუმის სამედიცინო აკადემიის მრჩეველთა საბჭოს წევრების შესარჩევად

  • 2025-10-02 17:43:13
news image

ბათუმის სამედიცინო აკადემია აცხადებს კონკურსს მრჩეველთა საბჭოს წევრების შესარჩევად.

მრჩეველთა საბჭო წარმოადგენს აკადემიის საკონსულტაციო კოლეგიურ ორგანოს, რომელიც შეიმუშავებს რეკომენდაციებს აკადემიის ადმინისტრაციული და საგანმანათლებლო პროცესების გაუმჯობესების მიზნით. საბჭო იფუნქციონირებს საზოგადოებრივ საწყისებზე, ანაზღაურების გარეშე.

           მრჩეველთა საბჭოს წევრის ძირითადი ფუნქციებია:

  ა) იხილავს და რეკომენდაციას აძლევს დირექტორს აკადემიის მისიის, სტრატეგიული განვითარების გეგმის,  შემუშავებისშესრულებისა და შეცვლის თაობაზე;

  ბ) დირექტორის ინიციატივით მსჯელობს/რეკომენდაციებს შეიმუშავებს აკადემიის განსაკუთრებით მნიშვნელოვან პროექტების განხორციელება/ ჩართვასთან დაკავშირებით

  გ) დირექტორის ინიციატივით მსჯელობს/რეკომენდაციებს შეიმუშავებს ბიჯეტის შედგენასთან/ფინანსური რესურსების განკარგვასთან/განკარგვის პოლიტიკის შემუშავებასთან  დაკავშირებით.’

 დ) დირექტორის დავალების/მიმართვის საფუძველზე, ახორციელებს სხვა უფლებამოსილებას, რომელიც დაკავშირებულია აკადემიის სასწავლო პროცესის, ადმინისტრაციული პროცესების სრულყოფასთან.

 ვინ შეიძლება გახდეს მრჩეველთა საბჭოს წევრი:

საბჭოს წევრად შეიძლება შეირჩეს:

        აკადემიის პროგრამის განმახორციელებელი პერსონალი;

        პროფესიული სტუდენტი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი;

        დამსაქმებელი ორგანიზაციის წარმომადგენელი;

        განათლების ან სამედიცინო სფეროს ექსპერტი;

        აკადემიის კურსდამთავრებული;

        აკადემიის საქმიანობით დაინტერესებული პირი;

        აკადემიის პარტნიორი წევრი

 შენიშვნა: აკადემიის მოქმედი ადმინისტრაციის წარმომადგენელს საბჭოს წევრობა არ შეუძლია.

კონკურსში მონაწილეობისათვის წარსადგენი დოკუმენტები:

  1. განცხადება (პირადი სურვილით ან რეკომენდატორთა წარდგენით);
  2. რეზიუმე (CV);
  3. მოკლე ბიოგრაფია;
  1. საბჭოს წევრობის სამოქმედო გეგმა ან აკადემიის განვითარების ხედვა.

           განაცხადის მიღების ფორმა : https://forms.gle/PuuTLysbY4yEdpkG7

კონკურსის ვადა: განაცხადები მიიღება მიიღება 1.10.2025-დან 10.10.2025-ის   ჩათვლით.

  საკონტაქტო ნომერი: +995 558 346 500

ბათუმის სამედიცინო აკადემია ითვალისწინებს გამჭვირვალობას, ინკლუზიურობასა და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ მმართველობას. შემოგვიერთდით და წვლილი შეიტანეთ განათლების ხარისხის გაუმჯობესებაში!

🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
ვებგვერდი იყენებს აუცილებელ და მესამე მხარის „მზა ჩანაწერებს“ (Cookies) საიტის სტაბილური ფუნქციონირებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. საიტით სარგებლობასათვის აჭერთ ღილაკს "ვეთანხმები“. რომლითაც თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.