×
მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

სიახლე

სტუდენტებთან სამოტივაციო შეხვედრა

  • 2026-03-26 11:07:40
news image

12 თებერვალს, ბათუმის სამედიცინო აკადემიაში, აჭარის საექთნო ასოციაცია / Adjarian Nursing association ორგანიზებით, სტუდენტებთან სამოტივაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბავშვთა ანესთეზიისა და რეანიმაციის განყოფილების ხელმძღვანელმა, ექიმმა ანა კოჩაძემ, სტუდენტებს რეალური კლინიკური შემთხვევები გააცნო. სტუდენტებმა აქტიურად მიიღეს მონაწილეობა სიტუაციურ ამოცანებში, რაც მათ დაეხმარა თეორიული ცოდნის პრაქტიკულ ჭრილში დანახვასა და პროფესიული უნარების გაღრმავებაში.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოსთვის პრიორიტეტულია პროფესიული განათლების მხარდაჭერა და გამოცდილი კადრების მიერ ცოდნის გაზიარება მომავალი მედიკოსებისთვის

შეხვედრა აჭარის საექთნო ასოციაციასა და ბათუმის სამედიცინო აკადემიას შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდა.

🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
ვებგვერდი იყენებს აუცილებელ და მესამე მხარის „მზა ჩანაწერებს“ (Cookies) საიტის სტაბილური ფუნქციონირებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. საიტით სარგებლობასათვის აჭერთ ღილაკს "ვეთანხმები“. რომლითაც თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.