×
მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

სიახლე

ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა

  • 2026-04-06 16:53:20
news image

ბათუმის სამედიცინო აკადემია კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს უსაფრთხო, თანასწორ და პატივისცემაზე დაფუძნებული გარემოს შესაქმნელად აკადემიაში შემუშავდა და ოფიციალურად დამტკიცდა ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის დოკუმენტი, რომლის მიზანია:

დისკრიმინაციის პრევენცია.

უსაფრთხო და ინკლუზიური სასწავლო და სამუშაო გარემოს შექმნა.

სექსუალური შევიწროებისგან თავისუფალი სივრცის უზრუნველყოფა.

თითოეული სტუდენტისა და თანამშრომლის უფლებების დაცვა.

დოკუმენტი ვრცელდება აკადემიის ყველა წევრზესტუდენტებზე, პერსონალზე, სტაჟიორებსა და სხვა ჩართულ პირებზე და უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველასთვის, განურჩევლად სქესის, ასაკის, რელიგიის, სოციალური მდგომარეობისა თუ სხვა ნიშნისა.

ჩვენი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, სადაც თითოეული ადამიანი თავს გრძნობს დაცულად, დაფასებულად და თავისუფლად გამოხატავს საკუთარ აზრს.

🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
ვებგვერდი იყენებს აუცილებელ და მესამე მხარის „მზა ჩანაწერებს“ (Cookies) საიტის სტაბილური ფუნქციონირებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. საიტით სარგებლობასათვის აჭერთ ღილაკს "ვეთანხმები“. რომლითაც თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.