×
მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

სიახლე

დღეს მსოფლიო ნულოვანი ნარჩენის დღეს აღნიშნავს!

  • 2026-04-06 17:03:23
news image

 

ყოველწლიურად, 30 მარტს, მსოფლიო ერთი მიზნის გარშემო ერთიანდება - შევამციროთ ნარჩენების რაოდენობა, დავზოგოთ რესურსები და ვიზრუნოთ გარემოს გაჯანსაღებაზე. ეს დღე შეგვახსენებს, რომ ნარჩენი ღირებული რესურსია, რომელსაც ბევრი ფორმით შეიძლება ახალი სიცოცხლე მიეცეს.

დღევანდელ დღეს CENN, ბათუმის სამედიცინო აკადემია • Batumi Medical Academy-თან ერთად, სტარტაპ კვირეულის - „ძველი ნივთების მწვანე სიცოცხლე“ შემაჯამებელი ღონისძიებით აღნიშნავს. სტარტაპ კვირეულის მიზანი მწვანე ინოვაციების წახალისება იყო, სადაც გუნდური მუშაობისა და იდეების გენერირების გზით, აკადემიურ საზოგადოებაში ნარჩენების შემცირებისა და რესურსების ეფექტიანი გამოყენების პოპულარიზაცია მოხდება.

ღონისძიებაზე ჟიურიმ გამოავლინა ორი გამარჯვებული გუნდი

პირველი ადგილი - გუნდი „ლავანდა“

მეორე ადგილი - „Silent Innovators“

დიდი მადლობა ყველა მონაწილეს! თითოეული თქვენგანის წვლილი გვაახლოებს უფრო მწვანე, მდგრად და ცირკულარულ მომავალთან

სტარტაპ კვირეულის მხარდამჭერია CENN, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “ცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოში” ფარგლებში.

 

🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
ვებგვერდი იყენებს აუცილებელ და მესამე მხარის „მზა ჩანაწერებს“ (Cookies) საიტის სტაბილური ფუნქციონირებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. საიტით სარგებლობასათვის აჭერთ ღილაკს "ვეთანხმები“. რომლითაც თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.