×
მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

სიახლე

ღია კარის დღე

  • 2026-04-06 17:17:25
news image

ბათუმში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართა, სადაც სახელმწიფო უნივერსიტეტებსა და პროფესიულ კოლეჯებთან ერთად წარმოდგენილი იყო ბათუმის სამედიცინო აკადემიაც.

ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებს ჰქონდათ შესაძლებლობა ერთ სივრცეში მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის, სასწავლო გარემოსა და კარიერული შესაძლებლობების შესახებ.

სტუმრებმა და აბიტურიენტებმა დეტალურად გაიცნეს აკადემიის პროგრამები, სასწავლო პროცესი და ის შესაძლებლობები, რასაც პროფესიული განათლება სთავაზობს.

ღია კარის დღე მიზნად ისახავს აბიტურიენტების ინფორმირებასა და მათ მხარდაჭერას პროფესიის არჩევის პროცესში.

🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
ვებგვერდი იყენებს აუცილებელ და მესამე მხარის „მზა ჩანაწერებს“ (Cookies) საიტის სტაბილური ფუნქციონირებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. საიტით სარგებლობასათვის აჭერთ ღილაკს "ვეთანხმები“. რომლითაც თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.