×
მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

სიახლე

მოსწავლეთა რეგიონალური სამეცნიერო კონფერენცია „ჯანმრთელობის დაცვა და დაავადებების პრევენცია“

  • 2026-04-06 17:25:45
news image

დღეს ბათუმის სამედიცინო აკადემიაში წარმატებით ჩატარდა მოსწავლეთა რეგიონალური სამეცნიერო კონფერენცია „ჯანმრთელობის დაცვა და დაავადებების პრევენცია“.

ღონისძიება ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს მიეძღვნა და მასში დასავლეთ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების X, XI და XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. კონფერენციის მიზანი მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სამეცნიერო-კვლევითი უნარების განვითარება იყო.

აკადემიამ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სკოლებსა და პედაგოგებს ახალგაზრდა თაობის მხარდაჭერისთვის. კონფერენციის ფარგლებში თითოეულ სკოლას გადაეცა მადლობის სიგელი, პედაგოგებს  სიგელები და ფასიანი საჩუქრები, ხოლო ყველა მოსწავლეს  მონაწილეობის სიგელი

გამორჩეული ნაშრომების ავტორები კი ჟიურიმ შემდეგნაირად გამოავლინა:

I ხარისხის დიპლომი: ნანა ეფენია

II ხარისხის დიპლომები:

• ანასტასია ჯაფარიძე

• დეა ცერცვაძე

III ხარისხის დიპლომები:

• ელენე შარაშიძე

• ნიკოლოზ ცხადაია

• მარიამ ჯალაბაძე

 ჟიურის რჩეული:

• ნიკოლოზ ჩხიკვაძე

გამარჯვებულებს გადაეცათ დიპლომები და ფასიანი საჩუქრები.

ვულოცავთ თითოეულ მონაწილეს ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს სამეცნიერო საქმიანობაში და ვუსურვებთ დიდ წარმატებებს ჯანმრთელობის დაცვისა და მეცნიერების გზაზე!

🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
ვებგვერდი იყენებს აუცილებელ და მესამე მხარის „მზა ჩანაწერებს“ (Cookies) საიტის სტაბილური ფუნქციონირებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. საიტით სარგებლობასათვის აჭერთ ღილაკს "ვეთანხმები“. რომლითაც თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.