სიახლე

დიდი წარმატება

  • 2014-10-19 23:49:19
news image
ჩემს ბათუმის სამედიცინო აკადემიას დიდი სიყვარულით და სიამაყით ვულოცავ შთამბეჭდავ წარმატებას: ავტორიზაციის მინიჭებას. ეს არის ჩვენს მიერ შემოქმედებითი და სიახლის ძიებით განვლილი 22 წლიანი გზის დაგვირგვინება. აღნიშნული წარმატება ერთიანად ეკუთვნის სხვადასხვა დროს თუ ამჟამად ჩვენთან მოღვაწე პერსონალსა და სტუდენტ-ახალგაზრდობას.

სასწავლებელი (კოლეჯისსახით) ორი ათეული წელი ემსხურებოდა რეგიონისა და ქვეყნისათვის მედიცინის პროფესიული კადრების მომზადებას. დღეს ამ ტრადიციას აგრძელებს ბათუმის სამედიცინო აკადემიის სტატუსით.