სიახლე

მადლობის სიგელი ბათუმის სამედიცინო აკადემიას

  • 2015-12-24 03:00:12
news image
23 დეკემბერს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გამართულ ღონისძიებას მასპინძლობდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. მოეწყო - პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის 2015 წლის წლიური ანგარიშის პრეზენტაცია.

ზოგიერთ საგანამანათლებლო დაწესებულებასთან ერთად ბათუმის სამედიცინო აკადემია დაჯილდოვდა სიგელით "მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვის პროცესში ჩართულობისა და პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამასთან აქტიური თანამშრომლობის გზით პროფესიული განათლების რეფორმის მხარდაჭერისათვის". საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა სამედიცინო აკადემიის სიგელი გადასცა სასწავლებლის დირექტორს რევაზ უზუნაძეს. ეს ბათუმის სამედიცინო აკადემიის წარმატების კიდევ ერთი გამოხატულებაა.