×
მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

სიახლე

შეხვედრა/ტრენინგი თემაზე: „ფორმალური და არაფორმალური განათლება გზა პიროვნული და პროფესიული ზრდისკენ“.

  • 2026-05-22 14:09:49
news image

ბათუმის სამედიცინო აკადემიაში ჩატარდა შეხვედრა/ტრენინგი თემაზე: „ფორმალური და არაფორმალური განათლება გზა პიროვნული და პროფესიული ზრდისკენ“.

აქტივობა აკადემიის ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტმა, მზია მელაძემ ჩაატარა და მასში სხვადასხვა პროგრამის სტუდენტები მონაწილეობდნენ. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა იმუშავეს პიროვნული და პროფესიული განვითარების, თანასწორობის, მრავალფეროვნებისა და კომუნიკაციის თემებზე. განხორციელდა სხვადასხვა ინტერაქციული აქტივობა, ჯგუფური სამუშაო და რეფლექსია, რამაც ხელი შეუწყო სტუდენტების თვითშემეცნების, სოციალური უნარებისა და პროფესიული პასუხისმგებლობის გაძლიერებას. მონაწილეთა უკუკავშირმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვანია სტუდენტთა პიროვნული ზრდისა და არაფორმალური განათლების ხელშეწყობისთვის.

🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
ვებგვერდი იყენებს აუცილებელ და მესამე მხარის „მზა ჩანაწერებს“ (Cookies) საიტის სტაბილური ფუნქციონირებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. საიტით სარგებლობასათვის აჭერთ ღილაკს "ვეთანხმები“. რომლითაც თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.