×
მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

სიახლე

სტუდენტთა XXX სამეცნიერო კონფერენცია

  • 2026-06-30 17:37:28
news image

დღეს ბათუმის სამედიცინო აკადემიაში სტუდენტთა XXX სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის ფარგლებში აკადემიის სტუდენტებმა პროფესიული განათლების სხვადასხვა მიმართულებით მომზადებული საინტერესო მოხსენებები წარადგინეს. წარმოდგენილი თემები თანამედროვე მედიცინისა და ჯანდაცვის აქტუალურ საკითხებს შეეხებოდა და მონაწილეებმა საკუთარი ცოდნა, კვლევითი უნარები და პროფესიული ხედვა აუდიტორიას გაუზიარეს. კონფერენციის შედეგები და გამარჯვებულები 3 ივლისს გახდება ცნობილი. მადლობას ვუხდით კონფერენციის ყველა მონაწილესა და მათ სამეცნიერო ხელმძღვანელებს გაწეული შრომისა და მხარდაჭერისთვის. წარმატებას ვუსურვებთ თითოეულ მათგანს!

🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
ვებგვერდი იყენებს აუცილებელ და მესამე მხარის „მზა ჩანაწერებს“ (Cookies) საიტის სტაბილური ფუნქციონირებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. საიტით სარგებლობასათვის აჭერთ ღილაკს "ვეთანხმები“. რომლითაც თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.