×
მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

სიახლე

თიმბილდინგი ბათუმის სამედიცინო აკადემიაში

  • 2026-07-27 15:46:40
news image

ბათუმის სამედიცინო აკადემიამ რიგით მესამე თიმბილდინგი ჩაატარა, რომელიც ამჯერად აკადემიის ადმინისტრაციის წევრებისთვის გაიმართა. შეხვედრა არ ყოფილა ტრადიციული ფორმატის თიმბილდინგი. დღე დაეთმო პრაქტიკულ ქეისებზე მუშაობას, რეალური სამუშაო სიტუაციების განხილვას, გუნდურ გადაწყვეტილებებსა და თანამშრომლობის გაძლიერებას. ინტერაქციულმა აქტივობებმა მონაწილეებს გამოცდილების გაზიარების, ერთმანეთის უკეთ გაცნობისა და სამუშაო პროცესების განსხვავებული პერსპექტივიდან დანახვის შესაძლებლობა მისცა. მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს აქტიური ჩართულობის, თანამშრომლობისა და პოზიტიური ენერგიისთვის.

მენტორები:

მზია მელაძე - ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტი;

ლიკა ბაკურიძე - ბათუმის სამედიცინო აკადემიის HR;

ელენე კურტანიძე - ბათუმის სამედიცინო აკადემიის PR მენეჯერი.

🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
ვებგვერდი იყენებს აუცილებელ და მესამე მხარის „მზა ჩანაწერებს“ (Cookies) საიტის სტაბილური ფუნქციონირებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. საიტით სარგებლობასათვის აჭერთ ღილაკს "ვეთანხმები“. რომლითაც თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.