სიახლე

საერთაშორისო სამედიცინო გამოფენა ბათუმში

  • 2016-04-18 03:59:04
news image
აკადემია ბათუმის საერთაშორისო სამედიცინო გამოფენაზე 14-16 აპრილს ბათუმში გაიმართა საერთაშორისო სამედიცინო გამოფენა "expoMedBatumi 2016". რომელშიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის სამედიცინო კომპანიები, კორპორაციები, სამედიცინო დაწესებულებები, სამედიცინო მიმართულების რამდენიმე სასწავლებელი, მათ შორის ბათუმის სამედიცინო აკადემია. მოწონება დაიმსახურა აკადემიის პავილიონმა. აკადემიის სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა გამოფენის პროგრამით ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაში. მოხსენებებმა დაიმსახურა მოწონება. წარმოდგენილი საინტერესო მოხსენებებისათვის სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ აკადემიის სტუდენტები. სალომე ბალაძე, ელიზავეტა კალანდაძე, მარიამ გუმბარიძე, ელზა უზუნაძე, ცირა ცეცხლაძე, ნინო ნიორაძე, მაგდა ახალაძე და ლიკა კოსტავა. სამედიცინო აკადემია გამოფენაში აქტიური მონაწილეობისათვის დაჯილდოვდა სერთიფიკატით. აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ სამედიცინო აკადემიის სერთიფიკატი გადასცა სასწავლებლის დირექტორს რევაზ უზუნაძეს. გამოფენაზე წარმოდგენილი საუკეთესო მოხსენებებისათვის გამოფენის გენერალურმა დირექტორმა ოსმან მჟავანაძემ სერთიფიკატები გადასცა სამედიცინო აკადემიის სტუდენტებს. აკადემიის დირექტორმა რ.უზუნაძემ თავისი წიგნი "ბათუმი" საჩუქრად გადასცა ღონისძიების ორგანიზატორებს ოსმან მჟავანაძეს, ხატია იაშვილს, თიკო დუმბაძეს.