სიახლე

"საქართველოს კარიტასი"-ს ტრენინგკურსები აკადემიაში

  • 2016-05-25 04:20:16
news image
16-20 მაისს ბათუმის სამედიცინო აკადემიას სტუმრობდნენ „საქართველოს კარიტასი“-ს სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიქაძე დ ცენტრის ტრენერი ნინო ფერაძე. მათ, შინმოვლის პროგრამით აკდემიის სტუდენტებს ჩაუტარეს ტრენინგკურსები. სწავლის პროცესში გამოყენებული იყო ფუნქციონალური მანიკენები, მოვლის დამხმარე საშუალებები და სხვა თვალსაჩინოებანი. მეცადინეობა მიმდინარეობდა სასწავლო-პრაქტიკულ პროცესში სტუდენტების აქტიური ჩართულობით. ისინი გაეცნენ ხანდაზმული, უნარშეზღუდული, ოპერაციის შემდგომი პაციენტების მოვლის მეთოდებს ბინის პირობებში. გამოცდის შედეგების საფუძველზე კურსანტებს გადაეცათ სასწავლო კურსის დამთავრების სერთიფიკატები.