სიახლე

აკადემიის მონაწილეობა პროფესიული განათლების ფესტივალში

  • 2016-06-10 04:27:49
news image
2016 წლის 9 ივნის ქუთაისში გაიმართა პროფესიული განათლების ფესტივალი, რომელიც ჩატარდა საქართველოს კერძო კოეჯების ასოციაციის ორგანიზებით. ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო ბათუმის სამედიცინო აკადემიამ. ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა მასწავლებელთა და სტუდენტთა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია. სამედიცინო აკადემიიდან კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნა მოხსენებები: მზია ბაკურიძე (ხარისხის მართვის მენეჯერი), ი.შალამბერიძე (სასწავლო პროცესისი მართვის მენეჯერი), "ინტერაქტიული მეთოდების გამოყენება პროფესიულ განათლებაში - ჯგუფური მუშაობა".

ელიზავეტა კალანდაძე, (პრაქტიკოსი ექთნის V დონის სტუდენტი), "ავთვისებიანი სიმსივნეების გავრცელება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში", (ხელმძღვანელი -ქეთევან ნოზაძე, აჭარის ა. რ. მედცენტრის ექიმი ეპიდემიოლოგი, პროფესიული მასწავლებელი); ელზა უზუნაძე, (ფარმაცევტის თანაშემწის მე-5 დონის სტუდენტი), „ვაზის კულტურა და მისი გამოყენება მედიცინაში “, (ხელმძღვანელი - მზია ბაკურიძე, პროფესიული მასწავლებელი). კონფერენციის მონაწილეთა შეფასებით წარმოდგენილი ნაშრომები გამოირჩეოდა ორიგინალურობით, აქტუალობით. მომხსენებლები დაჯილდოვდნენ ფესტივალის სერთიფიკატებით. ასევე, მოხსენებები გამოქვეყნდება კონფერენციის შრომების კრებულში.

სამედიცინო აკადემიის საგამოფენო კუთხე დამშვენებული იყო ბანერით (რომლის სლოგანია "ისწავლე და დასაქმდი"), საინფორმაციო ბუკლეტებით.

დასასრულს, აკადემიიდან კონფერენციაში მონაწილეებმა მოინახულეს მოწამეთა, გელათი. ამაღლების დღეს უფალს შეავედრეს შემდგომი წარმატებები.