სიახლე

ბათუმის სამედიცინო აკადემიის სტუდენტთა გაერთიანების სხდომა

  • 2016-10-06 11:46:30
news image
5 ოქტომბერს გაიმართა ბათუმის სამედიცინო აკადემიის სტუდენტთა გაერთიანების სხდომა. ელზა უზუნაძემ (სტუდენტთა გაერთიანების ლიდერი, ფარმაცევტის თანაშემწის ΙV საფეხურის სტუდენტი) დამსწრეთ გააცნო სტუდენტთა გაერთიანების 2016-2017 ს/წლის სამუშაო გეგმა. საკითხის განხილვაში მონაწილეობას იღებდნენ გაერთიანების წევრები: დიანა ფუტკარაძე (პრაქტიკოსი ექთნის V საფეხურის სტუდენტი), მაია ბოლქვაძე (ექთნის თანაშემწის ΙΙΙ საფეხურის სტუდენტი), მარეხი აფხაზავა (ფარმაცევტული პრეპარატების წარმოების სპეციალისტის ΙΙΙ საფეხურის სტუდენტი), დარეჯან კომახიძე (ფარმაცევტის თანაშემწის ΙV საფეხურის სტუდენტი), ანასტასია გოგაბერაშვილი (ფარმაცევტის თანაშემწის ΙV საფეხურის სტუდენტი).

სხდომას ესწრებოდნენ აკადემიის დირექტორი რევაზ უზუნაძე, ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი ინგა შალამბერიძე, სტუდენტთა გაერთიანების მეცნიერ-ხელმძღვანელი, აკადემიის პედაგოგი სოფიო ბრუნჯაძე. ითქვა, რომ : აკადემიის შიდა ღონისძიებებთან ერთად გასათვალისწინებელია ბათუმის პროფესიულ სასწავლებელთა სტუდენტების ჩართულობით ერთიანი ღონისძიებების ჩატარება, თანამშრომლობა საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის წევრ კოლეჯების სტუდენტურ გაერთიანებებთან.