სიახლე

სტუდენტური საღამო აკადემიაში

  • 2016-12-01 12:11:01
news image
ბათუმის სამედიცინო აკადემიის სტუდენტთა გაერთიანების ინიციატივით 1 დეკემბერს აკადემიაში გაიმართა საღამო. დარბაზი ლამაზად იყო მორთული. სტუდენტებს თეთრ ქათქათა ხალათებზე ეკეთათ შიდსის საერთაშორისო დღის ემბლემები. ღონისძიება შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის დირექტორმა, პროფესორმა რევაზ უზუნაძემ. საღამო შედგებოდა ორი ნაწილისაგან. პირველი ნაწილი მიეძღვნა შიდსის საერთაშორისო დღეს. მრავალფეროვანი ელექტრონული საილუსტრაციო მასალების ფონზე შიდსის საერთაშორისო დღისა და აღნიშნული დაავადების შესახებ ისაუბრეს აკადემიის პედაგოგმა მზია ბაკურიძემ (ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი), სტუდენტმა ელზა უზუნაძე (ფარმაცევტის თანაშემწის სპეციალობის მეორე ს/წლის სტუდენტი). ღონისძიების მეორე ნაწილში გაიმართა ვიქტორინა - კონკურსი "სწრაფად და საზრიანად". სადაც ერთმანეთს საზრიანობაში ეჯიბრებოდნენ სტუდეტთა გუნდები "მედეა", "ავიცენა". მათ პასუხებს აფასებდა ჟიური. ღონისძიებაში ორიგინალურად იყო ჩართული მხატვრული კითხვა „პოეზიის ხუთი წუთი“. სტუდენტებმა წაიკითხეს ლექსები. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მარიამ ძნელაძის (პრაქტიკოსი ექთნის V დონის სტუდენტი) და აკადემიის კურსდამთავრებულ შოთა ლომინაძის გამოსვლები. მხიარული განწყობის ფონზე წარმატება მოიპოვა გუნდმა "მედეამ". პრიზი - ჟიურის სიმპათია დაიმსახურა მარი ძნელაძემ. ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისათვის აკადემიის დირექტორის ბრძანებით მადლობა გამოეცხადათ გუნდ "ავიცენას" წევრებს (მ.ჩავლეიშვილი, მ. ბერიძე, მ. ძნელაძე, ა. თავდგირიძე, მ. ბოლქვაძე, ი. კოკობინაძე, დ. ფუტკარაძე, მ. გვიანიძე). აკადემიის სიგელებით დაჯილდოვდნენ გამარჯვებული გუნდის წევრები - ს.ბოლქვაძე, მ.გოგიტიძე, ა გოგაბერაშვილი, დ.თუმანიანი, მ.ქავთარაძე, ე. ჭელიძე, მ.თხილაიშვილი, თ. საგინაძე, ქ.ფორჩხიძე. ღონისძიების მუშაობაში მონაწილეობა მიიღო და სტუდენტებს შემდგომი წარმატებები უსურვა "მედცენტრის" დირექტორის მოადგილემ, ხარისხის მართვის მენეჯერმა სონიკო ძნელაძემ. სამედიცინო აკადემიის მიმართ გამოჩენილი გულისხმიერებისათვის ქ-ნ. სონიკოს აკადემიის დირექტორმა საჩუქრად გადასცა საკუთარი წიგნი "ბათუმი". საღამოს ესწრებოდნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბეჭდური და ონლაინგამოცემის რეპორტიორების ფაკულტეტის სტუდენტები. ღონისძიება მოამზადა სამედიცინო აკადემიის სტუდენტთა გაერთიანებამ (მეცნიერ-ხელმძღვანელი სოფიო ბრუნჯაძე, პროფესიული მასწავლებელი). საღამოს უძღვებოდა მზია ბაკურიძე (აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი)