სიახლე

წმ. ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანეში

  • 2016-12-28 12:31:08
news image
2016 წლის 28 დეკემბერს აკადემიის პერსონალი და სტუდენტთა ჯგუფი საახალწლო საჩუქრებით ხელდამშვენებულები ეწვიენ ბათუმის წმ. ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანეს. დარბაზში შეიკრიბენ სათნოების სახლის მობინადრეები, - ჩვენი ქვეყნის ღვაწლმოსილი, ამაგდარი ადამიანები. მობინადრეთ ახალი წელი მიულოცეს აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ, პედაგოგებმა ინგა ვარდიძემ, სტუდენტებმა ელზა უზუნაძემ (ფარმაცევტის თანაშემწის ΙV დონე), თინათინ ჭუნაშვილმა (ფარმაცევტული პრეპარატების წარმოების სპეციალობის ΙΙΙ საფეხური). საკუთარი ლექსები წაიკითხა მარიამ ძნელაძემ (პრაქტიკოსი ექთნის V დონე). სოფიკო ბოლქვაძემ (ფარმაცევტის თანაშემწის ΙV დონის სტუდენტი) დაუკრა პიანინოზე, იმღერა და აამღერა მოხუცები. იყო ცეკვა, სიხარული, ტაში. მობინადრეთა სურვილი კიდევ ვეწვიოთ სავანეს.რევაზ უზუნაძემ მოხუცთა სახლს საჩუქრად გადასცა საკუთარი წიგნი "ბათუმი - წარსული და თანამედროვეობა", "ქრისტიანობა ერგეს ქვეყანაში". სავანეს დირექტორმა, დეკანოზმა იოანემ (ბარამიძე) დალოცა აკადემიის წარმომადგენლები სტუმრობისათვის.