სიახლე

აკადემია სკკა-ს მეოთხე ფორუმზე

  • 2017-02-21 12:35:00
news image
2017 წლის 20 თებერვალს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის დარბაზში, გაიმართა საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის მეოთხე ფორუმი. წარმოდგენილი იყო 47 პროფესიული სასწავლებელი. ბათუმის სამედიცინო აკადემიიდან ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ რაევაზ უზუნაძე (აკადემიის დირექტორი), ინგა შალამბერიძე (სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი), შორენა უზუნაძე (კბილის ტექიკოსის პროგრამის ხელმძღვანელი).ფოიეს, სხვა დამსწრე კოლეჯებთან ერთად, ამშვენებდა სამედიცინო აკადემიის ბანერი. აკადემიის წარმატებულმა საქმიანობამ, მისმა აქტიურმა ჩართულობამ ასოციაციის ღონისძიებაში ასახვა პოვა გამოქვეყნებულ „ასოციაციის 2015-2016 წლის ანგარიშში“.ასოციაციის პრეზიდენტ ნ.გომელაურის მოხსენებაში იყო საუბარი განვლილ პერიოდში ასოციაციის მიღწევებზე, არსებულ ჩიხებსა და გამოწვევებზე. პროფესიულ განათლებაში არსებულ პრობლემებზე, ასოციაციის მიერ დაყენებულ საკითხებზე ისაუბრეს - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა. ღონისძიებაში აქტიური ჩართულობისათვის სამედიცინო აკადემიას გადაეცა ასოციაციის სერთიფიკატი. ფორუმზე დასმულ საკითხებიდან გამომდინარე, 21 თებერვალს აკადემიაში გაიმართა საინფორმაციო შეკრება. რ.უზუნაძემ, ი.შალამბერიძემ სასწავლებლის პერსონალს გააცნეს ფორუმზე დასმული პრობლემები, არსებული გამოწვევები. აღნიშნულიდან გამომდინარე ისაუბრეს სასწავლებლის სამომავლო გეგმებზე. აკადემიის პერსონალმა წარმატებები უსურვა ასოციაციის ახალ პრეზიდენტ გიორგი ბერაიას, ვიცე პრეზიდენტებს - მაია ჩიხლაძეს, ია ერაძეს, გამგეობის წევრებს.