სიახლე

ექთნის თანაშემწეები საწარმოო პრაქტიკებზე

  • 2017-02-24 12:40:38
news image
ბათუმის სამედიცინო აკადემიის ექთნის თანაშემწის სპეციალობის სტუდენტები საწარმოო პრაქტიკებს გადიან - "ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში" პრქტიკები მიმდინარეობს სინტერესოდ, მედპერსონალის დახმარებით სტუდენტების მიერ პროფესიული ჩვევების დაუფლების სრული შესაძლებლობის პირობებში. პრაქტიკებზე გასვლის წინ ცენტრში იმართება საკონსულტაციო შეხვედრები პრაქტიკის ხელმძღვანელ ხვიჩა ბოლქვაძესთან. სტუდენტებისათვის ტარდება ლექცია-საუბრები პირველადი გადაუდებელი დახმარების აქტუალურ საკითხებზე, რომელსაც პრაქტიკის ხელმძღვანელთან ერთად უძღვება ცენტრის დირექტორის მოადგილე ბადრი პაქსაძე. პრაქტიკანტებს დროდადრო საჭირო რჩევა-დარიგებას აძლევს ცენტრის დირექტორი მინდია კახიძეპრაქტიკებზე სტუდენტთა ჩართულობას კურირებს აკადემიის წარმომადგენელი ინგა ვარდიძე.