სიახლე

კბილის ტექნიკოსების დასკვნითი გამოცდა

  • 2017-03-17 12:50:32
news image
დამამთავრებელი კურსის კბილის ტექნიკოსის (ΙΙΙ საფეხური) საგანმანათლებლო პროგრამის ჯგუფს ჩაუტარდა დასკვნითი გამოცდა. სტუდენტებმა გამოავლინეს კარგი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა. წარმოადგინეს მათ მიერ საწარმოო პრაქტიკებზე შესრულებული საპროტეზო მოდელები. წარჩინებულის შეფასება დაიმსახურეს: გოჩა დევაძემ, დიანა სოლომონიძემ, გიორგი გოგოლაძემ, არმენ აგიკიანმა. სტუდენტებს აკადემიის წარმატებით დამთავრება მიულოცეს სასწავლებლის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ, სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერმა ინგა შალამბერიძემ, პროგრამის ხელმძღვანელმა შორენა უზუნაძემ. აღინიშნა, რომ სამედიცინო აკადემიის კურსდამთავრებული კბილის ტექნიკოსები წარმატებით მუშაობენ სხვადასხვა პრესტიჟულ სტომატოლოგიურ პოლიკლინკებსა და ლაბორატორიებში.