სიახლე

სამედიცინო აკადემიის კიდევ ერთი აღიარება

  • 2017-04-19 13:18:40
news image
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეებში ბათუმის სამედიცინო აკადემიამ მიიღო წერილი "ნაციონალური ბიზნეს რეიტინგის კავშირიდან". როგორც კავშირის საორგანიზაციო კომიტეტი გვატყობინებს: დასრულდა საქართველოს საწარმოების საყოველთაო რეიტინგების შემუშავების პროცედურა. სტატისტიკური რანჟირების შედეგების მიხედვით, საქართველოს პროფესიულ სასწავლებელთა შორის ბათუმის სამედიცინო აკადემია წარდგენილია ჯილდოზე "რეიტინგი ოქრო", კატეგორიაში: საქართველოს საწარმოებს შორის ფინანსურ-სამეურნეო საქმიანობის მიხედვით "დაქირავებულთა რაოდენობა".