სიახლე

მოსწავლეთა ტრეინინგები აკადემიაში

  • 2017-04-21 13:21:34
news image
19-21 აპრილს ბათუმის სამედიცინო აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდნენ ქ.ბათუმის #4 და ქვემო ახალშენის საჯარო სკოლების მაღალი კლასების მოსწავლეები. აკადემიის ბაზაზე მათ გაიარეს სასწავლო კურსი "პირველადი გადაუდებელი დახმარების" პროგრამით. მოსწავლეებს ტრენინგი ჩაუტარა კურსის ხელმძღვანელმა ნინო ცინცაძემ. ტრენინგი მიმდინარეობდა ტექნიკური საშუალებების, მულიაჟების გამოყენებით, მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით. პირველადი გადაუდებელი დახმარების კურსის წარმატებით გავლისათვის სერტიფიკატები გადაეცათ: ანა თურმანიძეს, თათია თურმანიძეს, თამარ ოჩხიკიძეს, ემა ჯღარკავას, ანა ღოღობერიძეს, მერი მოისწრაფიშვილს, ანა დავლაძეს, მეგი დათუნაიშვილს, თეა სურმანიძეს, ნინო ვარდმანიძეს, მირანდა გორგილაძეს, ნიკა მიქელაძეს, ნინო გოგილიშვილს, მარიამ მოისწრაფიშვილს, თეა ხოზრევანიძეს, ლუკა სალარიძეს (მე-4 საჯარო სკოლა), სოფიკო კახიძეს, მარიამ ვერძაძეს, თამთა კოჩაძეს, გიგა ქოქოლაძეს, თამუნა ფუტკარაძეს, ალექსანდრე ქარცივაძეს, ანა დუმბაძეს, ანა გორაძეს, სარა ზოიძეს, მარიამ ლომინაძეს, მარიამ აბაშიძეს, მარიამ ლავასოღლის, მარიამ ფუტკარაძეს, ნანა კორძაიას, ლაშა კოჩაძეს, ბექა შამილაძეს, ლაშა გურგენიძეს (ქვემო ახალშენის საჯარო სკოლა). მოსწავლეებს წარმატება მიულოცეს სამედიცინო აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ, კურსის ხელმღვანელმა ნინო ცინცაძემ, აკადემიის სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერმა ინგა შალამბერიძემ, პროფესიულმა მასწავლებელმა ინგა ვარდიძემ.პროექტში მათი ჩართულობისა და მასპინძლობისათვის მადლობა გადაიხადეს მოსწავლეებმა ლუკა სარალიძემ და ანა ღოღობერიძემ. სარა ზოიძემ, მარიამ ლომინაძემ, მარიამ ფუტკარაძემ, ბექა შამილაძემ, ლაშა გურგენიძემ და ქვემო ახალშენის სკოლის მასწავლებელმა ლია გორაძემ.