სიახლე

ექთანთა ასოციაციის სტუმრობა აკადემიაში

  • 2017-05-11 13:38:08
news image
11 მაისს ბათუმის სამედიცინო აკადემიას სტუმრობდნენ საქართველოს ექთანთა ასოციაციის პრეზიდენტი ქეთევან გარსევანიშვილი, ასოციაციის წარმომადგენლები, - ია გელენიძე, ეკა კურტანიძე, თამარ მახარაშვილი, ნინო ლაგვილავა, შორენა ჯავახიშვილი. იყო საუბარი საექთნო საქმის შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე, პროფესიულ განათლებაში არსებულ ჩიხებზე. ითქვა, რომ იმედს იტოვებენ ახალი კანონი პროფესიული განათლების შესახებ დაარეგულირებს არსებულ პრობლემებს.გამახვილდა ყურადღება ექთანთა დიპლომამდელი და დიპლომის შემდგომი მომზადება-გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების საკითხებზე. აღინიშნა, რომ ექთანთა ასოციაციის მჭიდრო თანამშრომლობა კერძო კოლეჯების ასოციაციასთან, წევრ სასწავლებლებთან და ჩართულობა დიპლომამდელ სწავლებაში ეხმარება კოლეჯებს მოამზადონ ბევრად კვალიფიციური, კონკურენტუნარიანი ექთანთა კადრები. აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ და ასოციაციის პრეზიდენტმა ქეთევან გარსევანიშვილმა გამოხატეს სურვილი და მზაობა ექთანთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. – 12 მაისს გააფორმონ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. აკადემიიდან შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ მზია ბაკურიძე (ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი), ინგა შალაბბერიძე (სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი). ექთანთა ასოციაციის წარმომადგენლებმა აკადემიის სტუდენტებისათვის ჩაატარეს ტრეინინგი ,,გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ალგორითმი“. აკადემიაში ექთანთა ასოციაციის წარმომადგენელთა სტუმრობა ჩაირარა გულთბილ ვითარებაში.