×
მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

სიახლე

ცირკულარული ეკონომიკის დიალოგის პლატფორმის შეხვედრა

  • 2025-05-16 19:10:30
news image

ცირკულარული ეკონომიკის დიალოგის პლატფორმის პირველ შეხვედრას სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად დაესწრნენ ბათუმის სამედიცინო აკადემიის წარმომადგენლებიც - ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის მიდგომების დანერგვისთვის აუცილებელია დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომობა და ინფორმაციისა და ცოდნის გაცვლა. ამის ერთ-ერთ ეფექტიან მექანიზმს ცირკულარული ეკონომიკის დიალოგის პლატფორმები წარმოადგენს

ევროკავშირის მხარდაჭერით, CENN-მა ცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოში პროექტის ფარგლებში დააფუძნა ცირკულარული ეკონომიკის დიალოგის პლატფორმები (CEDP) კახეთსა და აჭარაში და უმასპინძლა პირველ შეხვედრებს.

CEDP აერთიანებს კახეთისა და აჭარის სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნესისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს . პლატფორმები ქმნიან ინკლუზიურ სივრცეს დიალოგისა და თანამშრომლობისთვის, რაც ხელს უწყობს დაინტერესებული მხარეების ჩართულობას პოლიტიკის ფორმირებაში, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებასა და ცირკულარული გადაწყვეტილებების განხორციელებაში . ყოველივე ეს სარგებელს მოუტანს როგორც გარემოს, ისე ადგილობრივ ბიზნესსა და ეკონომიკას.

შეხვედრის დასასრულს დამტკიცდა თანამშრომლობისა და პლატფორმის წევრობის მანდატი, რომელიც ითვალისწინებს პლატფორმის საქმიანობაში აქტიურ ჩართულობას, ცირკულარული ეკონომიკის ღირებულებების გავრცელების ხელშეწყობას, საპილოტე ინიციატივების მხარდაჭერასა და სექტორთაშორის თანამშრომლობების ჩამოყალიბებას რეგიონში ცვლილებების ხელშეწყობის მიზნით.

მოვლენათა ამ განვითარებით, ბათუმის სამედიცინო აკადემია ოფიციალურად შეუერთდა ცირკულარული ეკონომიკის დიალოგის პლატფორმას და გახდა მისი სრულფასოვანი წევრი, რაც ადასტურებს აკადემიის მზადყოფნას აქტიურად ჩაერთოს რეგიონის გარემოსდაცვით და სტრუქტურულ გარდაქმნებში.

🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
ვებგვერდი იყენებს აუცილებელ და მესამე მხარის „მზა ჩანაწერებს“ (Cookies) საიტის სტაბილური ფუნქციონირებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. საიტით სარგებლობასათვის აჭერთ ღილაკს "ვეთანხმები“. რომლითაც თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.