×
მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

სიახლე

შიდა ტრენინგი და საინფორმაციო შეხვედრა

  • 2025-05-26 14:09:46
news image

შიდა ტრენინგი და საინფორმაციო შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი პირებისა და დამსაქმებლებისთვის 2025 წლის 17 და 24 მაისს, ბათუმის სამედიცინო აკადემიაში პროფესიული განვითარების ხელშეწყობისა და მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ჩატარდა შიდა ტრენინგისა და საინფორმაციო შეხვედრის სერია. ღონისძიებები ორგანიზებული იყო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების:

• „საექთნო განათლება“,

• „ფარმაცია (სააფთიაქო)“,

• „კბილის სატექნიკო საქმე“

მოდულების განმახორციელებელი პირებისა და მოწვეული დამსაქმებლებისთვის. ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეთათვის საგანმანათლებლო პროგრამების ეფექტიანი განხორციელებისათვის აუცილებელი ძირითადი რესურსების, მათ შორის მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ინტელექტუალური რესურსების გაცნობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თვითშეფასების თანამედროვე მიდგომებსა და პრაქტიკული ინსტრუმენტების გამოყენებას, რაც დაეხმარება მონაწილეებს:

• საკუთარი პროფესიული კომპეტენციების ანალიზში;

• ძლიერი მხარეების იდენტიფიცირებაში;

• განვითარების ინდივიდუალური საჭიროებების განსაზღვრაში. ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნა შემდეგი თემები:

• საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების სტანდარტები და რესურსები;

• გამოწვევები პროფესიულ განათლებაში და მათი დაძლევის გზები; • სიახლეები განათლების პოლიტიკაში;

• თვითშეფასების და პროფესიული განვითარების თანამედროვე მიდგომები;

• პრაქტიკული სავარჯიშოები და ჯგუფური მუშაობის მაგალითები.

ღონისძიება წარიმართა ინტერაქტიული ფორმატით, რომელიც მიზნობრივ ტესტირებას, ჯგუფურ დავალებებსა და გამოცდილების გაზიარებას მოიცავდა. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ემსჯელათ რეალურ პრაქტიკულ შემთხვევებზე, გაეზიარებინათ ერთმანეთისთვის გამოცდილება და დაესახათ სამომავლო ქმედითი ნაბიჯები პროფესიული განვითარებისთვის. მონაწილეების აქტიური ჩართულობა და უკუკავშირი მოწმობს, რომ ტრენინგმა დადებითი ზეგავლენა იქონია მათ პროფესიულ თვითშეფასებაზე, რაც საფუძველს აძლევს მსგავს ღონისძიებათა სისტემატურად გამართვის საჭიროებას. ტრენინგის ორგანიზატორი იყო ბათუმის სამედიცინო ააკადემიის ადმინისტრაცია.

🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
ვებგვერდი იყენებს აუცილებელ და მესამე მხარის „მზა ჩანაწერებს“ (Cookies) საიტის სტაბილური ფუნქციონირებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. საიტით სარგებლობასათვის აჭერთ ღილაკს "ვეთანხმები“. რომლითაც თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.