×
მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

სიახლე

სემინარი აივ ინფექცია/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ

  • 2025-06-04 16:19:08
news image

ბათუმის სამედიცინო აკადემიაში ლ.საყვარელიძის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კონტრაქტორის - „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის“ ორგანიზებით, აივ ინფექცია/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ საკომუნიკაციო/საგანმანათლებლო კამპანიის ფარგლებში აკადემიის სტუდენტებისა და მასწავლებლებისთვის სემინარი ჩატარდა.

სემინარს უძღვებოდა თ.ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის ექიმი-ეპიდემიოლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი მაია ცინცაძე, რომელმაც სტუდენტებსა და პედაგოგებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა აივ/შიდსისა და ტუბერკულზის გავრცელების, პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თაობაზე.

საგანმანათლებლო კამპანიის მიზნებისა და ამოცანების შესახებ დამსწრე საზოგადოებას “საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის” დირექტორი, კამპანიის კომუნიაციის ექსპერტი მეგი საჯაია ესაუბრა.

კამპანიის მიზანია აივ/შიდსის და ტუბერკულოზის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ცოდნის გაუმჯობესება, ნეგატიური და მცდარი შეხედულებების შეცვლა, გამოკვლევაზე მიმართვიანობის მოტივაციის გაზრდა და დამოკიდებულებისა და სტიგმის პოზიტიური ცვლილება.

🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
ვებგვერდი იყენებს აუცილებელ და მესამე მხარის „მზა ჩანაწერებს“ (Cookies) საიტის სტაბილური ფუნქციონირებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. საიტით სარგებლობასათვის აჭერთ ღილაკს "ვეთანხმები“. რომლითაც თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.